Belive

57 წლის მაიკ ტაისონი შესანიშნავ ფორმაშია და მომავალი ბრძოლისთვის ემზადება

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

57 წლის ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონი, რომელმაც პროფესიონალური კარიერა 2005 წელს დაასრულა კრივში დასაბრუნებლად ემზადება და თავის სოციალურ გვერდზე ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია.

ბოლოს მან 2020 წლის ნოემბერში იბრძოლა, როდესაც საჩვენებელ მატჩში როი ჯონს უმცროსს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ახლა კი "რკინის მაიკი" ჯეიკ პოლს დაუპირისპირდება, შეხვედრა 20 ივლისს ტექსასში გაიმართება და ტრანსლირებას Netflix უზრუნველყოფს. ბრძოლის დღეს ლეგენდარული მოკრივე 58 წლის იქნება.