ჯერვონტა დეივისისა და ჯეიკ პოლის ბრძოლა გაუქმდა
ჯეიკ პოლისა და ჯერვონტა დეივისის დაპირისპირება ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე გაუქმდა. მოკრივეებს 14 ნოემბერს მაიამიში, საჩვენებელ ბრძოლაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
ეს ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც სამოქალაქო სარჩელის თანახმად, WBA-ს მსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონ ჯერვონტა დეივისს (ტანკი), სტრიპტიზ კლუბში ქალზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ. მოკრივეს ბრალი 27 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტში, დამამძიმებელ გარემოებებში ფიზიკური ძალადობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ემოციური ზეწოლის მიყენებაში ედებოდა ბრალი.
ჯერვონტა დეივისი ნამდვილი მოსიარულე ნაგავია. მასთან მუშაობა ნამდვილი კოშმარია.
არაპროფესიონალიზმი, უცნაური მოთხოვნები, გადაღებებზე საათობით დაგვიანება. მრავალი დაპატიმრება, მასთან დაკავშირებული ბრალდებები და სასამართლო პროცესები. თუ ამ კაცს გულშემატკივრობ, უჭერ მხარს ყველაზე საზიზღარ ცოდვას, რაც კი ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს. - განაცხადა ჯეიკ პოლმა
ბრძოლა დიდ კომერციულ ინტერესს იწვევდა და ორივე მებრძოლისთვის ანაზღაურება კოლოსალური იყო. 'ტანკი' რეგულარულად 55 კგ ლიმიტზე იბრძვის. ჯერვონტა 26 კგ-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე ჯეიკ პოლი.
წონაში სხვაობა ერთადერთი ფაქტორი არაა, ჯეიკ პოლი 180 სმ სიმაღლისაა, 'ტანკი' კი - 170 სმ. პოლისა და დეივისის მეტოქეობა, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ორ დაპირისპირებას შორის იყო.
Breaking: Jake Paul vs. Gervonta Davis fight scheduled for November 14 has been canceled.
— Bleacher Report (@BleacherReport) November 4, 2025
Paul will headline a different boxing event later this year. pic.twitter.com/1LhzHT4qeQ