"წლის ბოლოს ილია მახაჩევთან, ზედა დივიზიონში გადავა" - ჩარლზ ოლივეირა
15 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელი თვლის, რომ "მატადორი" გეიჯის მარტივად დაამარცხებს და შემდეგ მახაჩევის წონაშიც გადავა.
ჩემი აზრით, თოფურია და გეიჯი თეთრ სახლში იბრძოლებენ. თოფურიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გეიჯი დაანოკაუტოს. წლის ბოლოს ილია ზედა წონაში ისლამ მახაჩევთან შესახვედრად ავა და მსუბუქი წონის ტიტულს ვაკანტურს გახდის. ასე რომ, თუ ჰოლოუეის დავამარცხებ, სატიტულო ჩხუბის შემდეგი კანდიდატი აუცილებლად მე ვიქნები. - განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ
Charles Oliveira wants to enter the lightweight title picture after beating Max Holloway:
— Best MMA Moments (@XcellentMMA) February 19, 2026
"I think Topuria and Gaethje will fight at the White House, and Topuria has every chance in the world to knock out Gaethje. And at the end of the year, Topuria will move up to fight Islam… pic.twitter.com/3DLuFpxITX
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულზე ილია თოფურიამ სწორედ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. "მატადორმა" ბრაზილიელი მეტოქის პირველივე რაუნდში გათიშვა შეძლო.
ოლივეირა 8 მარტს BMF ქამრისთვის მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება, რომელიც თოფურიას ასევე ნოკაურით ჰყავს დამარცხებული.