Belive

"5-რაუნდიან ჩხუბში აუცილებლად მექნება უპირატესობა" - მარვინ ვეტორი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ლას ვეგასში კიდევ ერთი Fight Night გაიმართება, სადაც მთავარ ჩხუბში მარვინ ვეტორი და რომან დოლიძე იბრძოლებენ. ქართველთან დაპირისპირებამდე ვეტორიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ეს რომანისა და ვეტორის მეორე ბრძოლა იქნება. პირველი ბრძოლა იტალიელის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა რომანი ამბობს რომ ლონდონში გამარჯვება მას ეკუთვნოდა.

ჩემი აზრით, რომანმა დათვლა უნდა ისწავლოს. გადახედოს ჩვენს პირველ ბრძოლას და ნახოს რამდენი მნიშვნელოვანი დარტყმა მივაყენე.

5-რაუნდიან ჩხუბში აუცილებლად მექნება უპირატესობა. ყველამ ვიცით, რომ რომანი ძლიერია, მაგრამ საწვავის ავზი ნამდვილად არ აქვს. ეს ყველამ კარგად იცის. საბოლოო ჯამში ეს ბრძოლაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. - განაცხადა მარვინ ვეტორიმ

ბრძოლა 15 მარტს არის ჩანიშნული და ვინაიდან ის ვეგასში იმართება, ის ჩვენი დროით 16 მარტს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები