"6 წლის რომ ვიყავი, კინაღამ მდინარეში დავიხრჩე" - მერაბ დვალიშვილი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
ცოტა ხნის წინ, მერაბ დვალიშვილი დენიელ კორმიეს ესტურმა. "მანქანამ" DC-სთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, თუმცა, ვიდრე მთლიან ეპიზოდს ვნახავდეთ, კორმიე საკუთარ Instagram-ზე ნაწყვეტებს გვიქვეყნებს. დენიელმა დვალიშვილს ცხოვრების ის მომენტი გაახსენა, როდესაც სიკვდილთან ძალიან ახლოს იყო.
დიახ, ეს ნამდვილი ისტორიაა. მდინარეში ვბანაობდი, როდესაც წყალმა სიღრმეში შემითრია. წყალმა უბრალოდ მისროლა და ყვრილიც კი არ შემეძლო. წყალქვეშ ქვას მოვეჭიდე, უცებ ჩემმა ძმამ ხელი ჩამჭიდა და გადამარჩინა. მდინარეში ისე ჩავხტი, რომ ცურვა არ ვიცოდი. ბავშვობაში ბევრ სიგიჟეს ჩავდიოდი. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს 5 ოქტომბერს კორი სენდჰეგენთან ბრძოლა ელის. გამარჯვების შემთხვევაში მერაბისთვის ეს მესამე წარმატებული ტიტულის დაცვა იქნება.