5 ძიუდოისტით რომში - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
9-10 ნოემბერს, ძიუდოში, რომის ევროპის პირველობა გაიმართება. ამ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები 5 სპორტსმენით წარდგება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 26 წლის ქართველი მსოფლიო ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე, 11-თვიანი პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდება.
ლუკა მაისურაძეს დოპინგ-კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და 2023 წლის 2 დეკემბრის შემდეგ არ უჭიდავია. მან ბოლოს 2023 წლის დეკემბერში ტოკიოს გრანდ სლემზე იჭიდავა, სადაც ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
შემადგენლობა
73 კგ - გიორგი იანტბელიძე, ბაგრატ ნინიაშვილი
81 კგ - ვლადიმირ ახალკაცი
90 კგ - ლუკა მაისურაძე, მიხეილ კუპრაშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი იანტბელიძესა და მიხეილ კუპრაშვილს საქართველოს ძიდუოისტთა ნაკრებში დებიუტი აქვთ, რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილსა და ვლადიმირ ახალკაცს, ისინი ნაკრებში 1 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ.