Belive

23-წლამდელთა ძიუდოს შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

პოლონეთში მიმდინარე ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო გუნდური პირველობის ფინალში გავიდა. გოგონებისა და ვაჟების შერეულმა ნაკრებმა ნახევარფინალში გერმანია ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

თავისი შეხვედრები აკაკი ჯაფარიძემ, ირაკლი მეტრეველმა, ნინო ლოლაძემა და გიორგი ლოლაძემ მოიგეს, ეთერ ასკილაშვილს კი ტატამიზე გამოსვლა აღარ დასჭირდა. საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველობის ვინაობას უკრაინასთან გაარკვევს.

სხვა სტატიები