Belive

ჩინეთის გრან პრი | საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იასპარეზებს

7 საათის წინ სხვა
1 წთ

26-28 ივნისს ჩინეთის ქალაქი ცინდაო, IJF-ს საერთაშორისო შეჯიბრს, ჩინეთის გრან პრის უმასპინძლებს, სადაც ამ მომენტისთვის 5 კონტინენტისა და 48 ქვეყნის, 330 სპორტსმენია რეგისტრირებული.

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გახდა ცნობილი. ლაშა გუჯეჯიანისა და კახა მოცრაძის გაწვრთნილი გუნდი, ჩინეთში 6 სპორტსმენით იასპარეზებს, საიდანაც 1 მამაკაცი, ხოლო 5 ქალი იქნება.

შემადგენლობა

კაცები

  • 81 კგ - დიმიტრი გოჩილაიძე

ქალები

  • 48 კგ - ჯულიეტა როდონაია

  • 57 კგ - ნინო ლოლაძე

  • 70 კგ - ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია

  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ცინდაოს გრან პრიზე საქართველოს ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია. ცინდაოს გრან პრიმდე კი ულანბატორის გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით წარდგება.