Belive

2028 წლის ოლიმპიადის პროგრამაში კრივი არ არის

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ლოს-ანჯელესში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე კრივი არ იქნება. აღნიშნული სახეობა სპორტული პროგრამიდან უკვე ამოღებულია. მთავარ მიზეზად გენდერული პრობლემები სახელდება, რომლის გამოც ეს სპორტი პარიზის ოლიმპიადაზეც ყურადღების ქვეშ მოექცა.

კრივი თანამედროვე ოლიმპიადის განუყოფელი ნაწილია. ეს სახეობა მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე 1904 წელს გამოჩნდა და გარდა 1912 წლისა, ყველა ოლიმპიურ თამაშებზე იყო.

ყველასთვის, ვინც ამ სპორტში რაღაც დონეზე მაინც არის ჩართული, ეს გადაწყვეტილება დამღუპველი იქნება. თუ ამას სარეკლამო მხრიდან შევხედავთ, კრივით ნაკლები ადამიანი დაინტერესდება და სპორტსმენებს ელიტურ დონეზე ასპარეზობის ნაკლები შანსი ექნებათ. ეს იქნება კატასტროფა, რომელიც არ უნდა დავუშვათ. - განაცხადა მსოფლიო კრივის პრეზიდენტმა ბორის ვან დე ვორსტმა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კრივის შეჯიბრი 14 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში 248 ათლეტმა, 69 ქვეყნის სახელით იასპარეზა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა 24-წლიანი მშრალი სერია დაასრულა და საქართველოს კრივში მედალი მოუპოვა. გურულმა 63.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიგო.

სხვა სტატიები