Belive

"2025 წელს შესაძლოა ილიას წინააღმდეგ 'შუგა შოუ' იხილოთ" - შონ ო'მალი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო'მალი The Schmo-სთან საუბრისას, ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირებას შეეხო. ამერიკელ სურს, რომ ორმაგი ჩემპიონი გახდეს და ამის მისაღწევად თოფურიას დამარცხება აუცილებლად მოუწევს.

ქვემსუბუქ წონაში გადანაცვლება სავსებით რეალურია. სუპერმსუბუქ კატეგორიაში კიდევ მოვიგებ, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ჩემი დივიზიონია. ზედა წონაში გადანაცვლება მერაბთან ბრძოლაზე იქნება დამოკიდებული. მოიგებს ილია თავის შემდეგ ბრძოლას? ცხადია. 2025 წელს შესაძლოა ილიას წინააღმდეგ "შუგა შოუ" იხილოთ. მაგრამ, ვნახოთ მივცემ თუ არა ილიას შანსს. შეიძლება ჩემს წონაში დავრჩე და ამ ბიჭების ცემა გავაგრძელო. - განაცხადა შონ ო'მალიმ

მიუხედავად ო'მალის ინტერესისა, ჩემპიონს ჯერ მერაბთან აქვს საქმე გასარკვევი. ჯერჯერობით, ოფიციალურად მათი დაპირისპირება არ ჩანიშნულა, თუმცა, ყველამ იცის, რომ შონი და მერაბი შეხვდებიან. ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ, დანა უაითმა დაადასტურა, რომ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას აუცილებლად მიიღებდა. "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა სავარაუდოდ სექტემბერში, ლას ვეგასში შედგება.

სხვა სტატიები