"მე ილიაზე ახალგაზრდა ვიყავი, როცა ტიტულის დაცვა მქონდა" - მაქს ჰოლოუეი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 308-მდე სულ რაღაც 5 დღე რჩება. ამ საღამოს მთავარი დაპირისპირება ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის შედგება.
"დალოცვილს" კარგი შანსი აქვს, რომ მრავალი წლის შემდეგ ქამარი კვლავ მოიპოვოს. ჰავაიელი მებრძოლი ბევრმა გულშემატკივარმა თუ ექსპერტმა ჩამოწერა, თუმცა მაქსი ამბობს რომ მისი დრო ჯერ არ წასულა.
როცა UFC-ში ბრძოლა დავიწყე 20 წლის ვიყავი, თუმცა ყველა ფიქრობდა რომ 15 წლის ვიყავი. გულშემატკივრები განაგრძობენ იმაზე საუბარს, რომ ახალი ერა მალე დაიწყება. თუ არ ვცდები ილია 29 წლის არის. წლის ბოლოს 33-ის ვხდები და მე კვლავ ამ ერის ნაწილი ვარ. ის რომ დიდი ხანია აქ ვარ, არ ნიშნავს, რომ ილიაზე ბებერი ვარ. მე ილიაზე ახალგაზრდა ვიყავი, როცა ტიტულის დაცვა მქონდა. - განაცხადა მაქსმა მეგან ოლივისთან საუბრისას
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას ბრძოლა 26 ოქტომბერს შედგება. აღნიშნული დაპირისპირებას აბუ დაბი კერძოდ, "ეტიჰად არენა" უმასპინძლებს.