Belive

"2023 წლის ბოლოს დივიზიონის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი მე ვიქნები" - მოვსარ ევლოევი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC 282-ზე ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, დანებებით, ბრაის მიტჩელი დაამარცხა. ეს ილიას ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა UFC-ში. ამ მოგებით ილიამ TOP 10-ში შეაბიჯა და ქვემსუბუქ წონაში მე-9 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი დაუმარცხებელია და მისი რეკორდია 13-0.

ილია ბრძოლას ინგუში მებრძოლი მოვსარ ევლოევი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ წლის ბოლოს ის იქნება ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი და არა ილია.

"მოინიშნეთ ჩემი სიტყვები. 2023 წლის ბოლოს დივიზიონის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი მე ვიქნები და ესპანელი კი, მის პირველ მარცხს იგემებს."

როგორც იცით, მისი და ილია დაპირისპირება უნდა შემდგარიყო, თუმცა, ბრძოლა ევლოევის გამო გაუქმდა. კავკასიელ მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. საინტერესოა ისიც, რომ მოვსარს მიტჩელთანაც ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა, ამ შემთხვევაში ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.

სხვა სტატიები