"თოფურიას ცარუკიანთან ჩხუბი არ უნდა" - მაიკლ ბისპინგი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
არმან ცარუკიანი ილია თოფურიას გამოწვევას განაგრძობს. სომეხი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობს და "მატადორს" სანაძლეოსაც სთავაზობს. ამის მიუხედავად, ილია მასთან ჩხუბზე უარს ამბობს.
აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით მაიკლ ბისპინგმა ისაუბრა და ეს ყველაფერი ასპინალი-ჯონსის ამბავს შეადარა.
თოფურიას მასთან ჩხუბი არ უნდა. არმან ცარუკიანთან ერთად არაფრის გაკეთება სურს. არმანი პატარა იხვებთან ერთად ვიდეოებს იღებს. ის ტომ ასპინალის ხრიკს იყენებს. გახსოვთ როგორ დაიწყო ასპინალისა და ჯონსის საგა? ჩვენ ამის ახალი ვერსია გვაქვს. ახლა არმან ცარუკიანის და ილია თოფურიას დროა. არმანმა $500, 000-იანი სანაძლეოც კი შესთავაზა. ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ბრძოლა მიიღოს.
შეიძლება თქვათ, რომ ილია ამას ცარუკიანის ტვინში შესაძვრენად აკეთებს, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. თუ ჩემპიონი ხარ ნომერ პირველ კონტენდერს უნდა ებრძოლო, მარტივია. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა
შეგახსენებთ, მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ ილიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და ახლა ჩემპიონის ქამარს ფლობს. არმან ცარუკიანი კი, რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. სომეხზე წინ მხოლოდ ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევია, რომელიც მომავალ ბრძოლებს ქვესაშუალო წონაში გამართავს.