Belive

"სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული" - დვალიშვილის მწვრთნელი მერაბზე

6 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილის შრომისმოყვარეობა ახალი ამბავი არ არის. "მანქანა" საკუთარი დისციპლინით ბევრს აოცებს და რეი ლონგოს (მერაბის მწვრთნელის) განცხადებაც ამ აზრს უფრო გაგვიმყარებს.

დარბაზში ვიყავი, ვვარჯიშობდი, როცა ვიღაც ბარგით შემოვიდა. მერაბი იყო. ქურთუკი გაიხადა და დარბაზში შემოსვლიდან 10 წუთში ჭიდაობა დაიწყო. პირველი საათი იყო, ვეგასიდან ჩამოფრინდა და 3:00 საათზე ესპანეთში უნდა გაფრენილიყო. მე ვუთხარი: 'მერაბ ეს საერთაშორისო ფრენაა, ახალვე უნდა წახვიდე'. სწორედ ეს აქცევს მერაბს განსაკუთრებულად. ის რისი გაკეთებაც ხალხს არ უყვარს, მერაბისთვის სახალისოა. - განაცხადა დვალიშვილის მწვრთნელმა
View this post on Instagram

A post shared by 'The Anik & Florian Podcast' (@anikflorianpod)

შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა სექტემბერში Sphere-ში გაიმართება. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და ინფორმაცია დაადასტურა.

არ არის გამორიცხული, რომ მერაბმა და შონმა კვლავ ერთ საღამოს იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიას და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხალავთ.

სხვა სტატიები