Belive

16 წლის იამაიკელმა უსეინ ბოლტის რეკორდი გააუმჯობესა

4 კვირის წინ სხვა
1 წთ

16 წლის იამაიკელმა სპრინტერმა, ნიკიკოი ბრამველმა საკუთარი სახელი ისტორიის წიგნში სამუდამოდ ჩაწერა, მან 22 წლის წინ, უსეინ ბოლტის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

ბოლტმა, 22 წლის წინ, 17-წლამდელებში 400-მეტრიანი დისტანცია 47,33 წამში დაფარა, რაც აქამდე რეკორდად ითვლებოდა. გრენადაში, კარიფტას 51-ე თამაშებზე, ბრამველმა 400 მეტრის გარბენა 47.26 წამში მოახერხა და ბოლტის რეკორდს 0.07 წამით აჯობა. აღსანიშნავია, რომ 16 წლის იამაიკელმა მეორეადგილოსანს საკმაოდ დიდი დროით, 0.7 წამით გაუსწრო.

გასული ზაფხულიდან ამ რეკორდს ვაკვირდებოდი, ამიტომ მისი გაუმჯობესება მშვენიერი გრძნობაა, სიამოვნებაა, როცა შემიძლია მონაწილეობა ასეთი დონის შეჯიბრში მივიღო - თქვა თავის გამორჩეულ მიღწევაზე საუბრისას ბრამველმა

ბოლტს 8 ოლიმპიური მედლის გარდა აქვს 11 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული და რჩება მსოფლიო რეკორდსმენად 100 მ, 200 მ და 4x100 მ ესტაფეტაში. 37 წლის ლეგენდარული სპრინტერი, რომელიც აქტიური სპორტიდან 2017 წელს წავიდა, ახლა დროის უმეტეს ნაწილს ოჯახთან ერთად ატარებს და ხშირად ჩნდება ისეთ საქველმოქმედო ღონისძიებებში, როგორიცაა Soccer Aid.