21-ე საუკუნის 10 საუკეთესო ოლიმპიელი ESPN-ის ვერსიით
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ESPN-მა 21-ე საუკუნეში ოლიმპიურ თამაშებზე (როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის) მოასპარეზე 10 საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა, რომელთა შორის პირველ ადგილს ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე, მაიკლ ფელფსი იკავებს:
,,მთავარი მიღწევები - 28 ოლიმპიური მედალი, მათ შორის 23 ოქრო; ყველაზე მეტი მედალი ერთ ოლიმპიადაზე.
2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე, ფელფსმა 8 ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, ამერიკელმა 8-დან 7 გაცურვაში მსოფლიო რეკორდები მოხსნა.
მთელი მისი კარიერის განმავლობაში გულშემატკივრები და ჟურნალისტები ცდილობდნენ, გაერკვიათ, რა იყო მისი ასეთი წარმატების მიზეზი. პეკინში ფელფსის დედას, დების, ხშირად ეკითხებოდნენ - იყო თუ არა ეს მაიკლის სიმაღლის დამსახურება? იქნებ, მისი გრძელი ხელების ან კვების რეჟიმის? დები კი ყოველთვის პასუხობდა: ,,არა! ეს ბევრი შრომის შედეგია!'' - წერს Espn
ESPN-ის Top ათეულში არაერთი გამორჩეული სპორტსმენი, მათ შორის სიმონ ბაილსი (ტანვარჯიში) და უსეინ ბოლტი (სპრინტი) მოხვდნენ.
21-ე საუკუნის 10 საუკეთესო ოლიმპიელი ESPN-ის ვერსიით:
მაიკლ ფელფსი (მოცურავე)
სიმონ ბაილსი (ტანმოვარჯიშე)
უსეინ ბოლტი (სპრინტერი)
ქეით ლედეკი (მოცურავე)
მიკაელა შიფრინი (მოთხილამურე)
ელისონ ფელიქსი (სპრინტერი)
შონ უაითი (სნოუბორდისტი)
შელი-ენ ფრეიზერ პრაისი (სპრინტერი)
კოჰეი უჩიმურა (ტანმოვარჯიშე)
ჯანიუ იუძურუ (ფიგურული სრიალი)