უსეინ ბოლტმა ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო
უსეინ ბოლტმა სერიოზული ტრავმა მიიღო ვარსკვლავებთან ერთად ფეხბურთის თამაშისას: მას აქილევსის მყესი გაუწყდა.
ბოლტს, რომელსაც დღემდე აქვს მსოფლიო რეკორდები 100 მეტრზე, 200 მეტრზე და 4x100 ესტაფეტაში, მძიმე ტრავმა მიიღო დიდ ბრიტანეთში ფეხბურთის ამხანაგური მატჩის დროს. რვაგზის ოლიმპიური ოქროს მედალოსანი, რომელიც 37 წლისაა და პენსიაზე 2017 წელს გავიდა, Soccer Aid-ის ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდა, ამ ტიპის მატჩი ყოველწლიურად იმართება UNICEF-სთვის სახსრების მოსაზიდად.
ბოლტი "მსოფლიო XI"-ის გუნდში ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაშობდა, როგორებიც რობერტო კარლოსი, პეტერ ჩეხი, პატრიკ ევრა, ედენ აზარი და ალესანდრო დელ პიერო არიან. სხვათა შორის, ტრავმამდე ბოლტმა დელ პიეროს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
მსოფლიო სპორტის ლეგენდა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და მან ტრავმის სიმძიმე თავადვე, სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.
🇯🇲🇮🇹 Usain Bolt assisting Del Piero! 🤝 pic.twitter.com/YGkdZifBgd
— EuroFoot (@eurofootcom) June 9, 2024