18 სპორტსმენით - იაპონიამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
19-24 მაისს, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს გაერთიანებული საამიეროები, კერძოდ კი აბუ დაბი უმასპინძლებს.
იაპონიის შიდა ჩემპიონატების შემდეგ, რომელიც იაპონურ ძიუდოში ტრადიციაა, შესარჩევმა კომიტეტმა აბუ დაბიში მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრები გამოაცხადა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სელექცია გამოირჩევა ახალგაზრდული შემადგენლობით.
შემადგენლობა
კაცები
60 კგ: ტაიკი ნაკამურა, რიუჯუ ნაგაიამა
66 კგ: რიუმა ტანაკა, ტაკეში ტაკეოკა
73 კგ: ტაცუკი იშიარა
81 კგ: იოჰეი ოინო
90 კგ: გოკი ტაჯიმა
100 კგ: დოტა არაი
+100 კგ: ჰიოგა ოტა
ქალები
48 კგ: ვაკანა კოგა
52 კგ: ჰიბიკი შირაში, კისუმი ომორი
57 კგ: მომო ტამაოკი
63 კგ: მეგუმი ჰორიკავა
70 კგ: შიშო ტანაკა
78 კგ: შორი ჰამადა
+78 კგ: ვაკაბა ტომიტა, მაო არაი.
#2024年アブダビ世界柔道選手権大会 の代表を発表いたしました。 pic.twitter.com/KsDeHegpdj
— 全日本柔道連盟(AJJF) (@ajjf_judo) April 8, 2024
იაპონიის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - კეიჯი სუძუკის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატზე შანსი ახალგაზრდებმა დაიმსახურეს და თითოეული მათგანი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, მათ იაპონიის შიდა შეჯიბრებებში გამოიჩინეს თავი და ეროვნულ ნაკრებში ადგილი სწორედ ასე დაიმსახურეს.
სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობაში ვერ ვხედავთ, შეკრებას გაივლიან და პარიზის ოლიმპიადამდე დაისვენებენ.