გიორგი ქალდანი პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია | VIDEO
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
პარიზის პარალიმპიური თამაშების ფინალში გიორგი ქალდანმა (73კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი პარასპორტსმენი ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლაში იაპონელ იუჯირო სეტოსთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარალიმპიურ თამაშებზე უკვე 6 მედალი აქვს. 1 ოქრო, რომელიც გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში დაისაკუთრა, 3 ვერცხლი ვლადიმერ ჭინჭარაულის, ზურაბ ზურაბიანის და გიორგი ქალდანის მიერ მოპოვებული, 2 კი ბრინჯაო, რომლებიც პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოიგეს.