Belive

11 ძიუდოისტით პარიზში - ჯარჯი ზვიადაურმა უზბეკეთის შემადგენლობა დაასახელა

6 თვის წინ სხვა
1 წთ

27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი ხდება ნაკრებების სრული შემადგენლობები, რომლითაც ისინი ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ცნობილია საქართველოს, საფრანგეთის, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრებების, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა, იტალიისა და იაპონიის შემადგენლობები. სულ ახლახანს კი უზბკეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობაც დასახელდა.

შემადგენლობა

კაცები:

60 კგ - დოსტონ რუზიევი

66 კგ - სარდორ ნურილაევი

73 კგ - მუროჯო იულდოვშევი

81 კგ - შაროფიდინ ბოლტავოები

90 კგ - დავლატ ბობონოვი

100 კგ - ბუზაფარბეკ ტურობოიევი

+100 კგ - იუშერ იუსუპოვი

ქალები:

48 კგ - ხარიმაჯონ ყურბანოვა

52 კგ - დიორა კელდეროვა

70 კგ - გულნოზა მატიაზოვა

78 კგ - ირისხან გურბანბოევა.

სხვა სტატიები