Belive

გოკი ტაჯიმა: "აბე საოცარი ტექნიკით დაამარცხეს, ბრავო დიორა კელდიოროვას..."

4 თვის წინ სხვა
2 წთ

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მეორე საშეჯიბრო დღეს, პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა. კერძოდ, 52 კგ წონით კატეგორიაში, ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოისტი, იაპონელი - უტა აბე ასპარეზობას მეორე ეტაპიდან გამოთიშეს, ეს ყველაფერი კი იაპონელმა ფალავანმა უმძიმესად გადაიტანა და მის დამშვიდებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

უტა აბე უზბეკმა ფალავანმა - დიორა კელდიოროვამ დააიპონა და ასპარეზობიდან გამოთიშა, თანაც ისე, რომ აბეს მედლის მოპოვების შანსი საერთოდ აღარ აქვს.

ამ ფაქტს კი სოციალურ ქსელში, იაპონელი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - გოკი ტაჯიმა გამოეხმაურა, რომელმაც უტა აბეს დამმარცხებელი უზბეკი სპორტსმენი შეაქო.

"მხოლოდ მისი (დიორა კელდიოროვას) შექება შემიძლია. მან ზუსტად იგრძნო მომენტი, როდის უნდა გაეკეთებინა გდება.

დაჭერის საფეხურების ცვლილება და გდების დრო გამოყენებული უნიკალური ტექნიკა..." - ვკითხულობთ იაპონელი მსოფლიო ჩემპიონის პოსტში

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ნაკრებში არაერთხელ იყო დაძაბულობა იმის შესახებ, რომ ნაკრების წევრები ერთმანეთს დიდ პატივს არ სცემენ და ერთმანეთში შედარებით დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

ამ ყველაფრის ერთ-ერთი მაგალითი კი შეიძლება ეს ფაქტი იყოს. მაშინ, როდესაც მთელი იაპონია და თავად უტა აბე ასე განიცდის ამ მარცხს, გოკი ტაჯიმა საჯაროდ პოსტს აქვეყნებს და მის მეტოქეს აქებს.

გოკი ტაჯიმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, მან ოქროს მედალი, აბუ დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 90 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

სხვა სტატიები