"მე მახაჩევის სრულიად მესმის" - უროშ მედიჩი
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მახაჩევმა დივიზიონში ახლად გამოჩენილ კონტენდერებთან ბრძოლაზე უარი თქვა და მოითხოვა, რომ მთავარ პრეტენდენტებს ურთიერთობა ჯერ ერთმანეთში გაერკვიათ, კრიტიკის ტალღა აგორდა. მახაჩევის ასეთმა საქციელმა თავად UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის უკმაყოფილებაც კი გამოიწვია.
ამ კრიტიკის ფონზე უროშ მედიჩი ერთადერთი გამოდგა, რომელმაც ისლამის სვლა გაიგო და მისი საქციელი სრულიად ბუნებრივად მიაჩნია.
ისლამის სრულიად მესმის. მას ალბათ ფული არ სჭირდება და ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. ერთ ახალგაზრდა კანდიდატთან ჩხუბის შემდეგ, მეორე კონტენდერთან ბრძოლა ძალიან საშიშია. მისი მესმის, რადგან მას შემდეგ, რაც ის კარლოს პრატესს დაამარცხებს, დაურეკავენ და ეტყვიან: 'ჰეი, გინდა მორალესთან ბრძოლა?' ზუსტად იგივე გაგრძელდება და ეს უბრალოდ არასდროს დამთავრდება. ასე რომ, მისი მხრიდან მესმის, როცა ფიქრობს რომ ჯერ კონტენდერებმა ერთმანეთში უნდა იჩხუბონ. მახაჩევის საქციელი გასაგებია და ასევე ვფიქრობ, რომ დივიზიონს ეს ნამდვილად სჭირდება. - უროშ მედიჩი
Uros Medic understands Islam Makhachev wanting Prates and Morales to fight first, saying the line of young contenders never stops. 👏
— FREAK.MMA (@FREAKMMA1) November 2, 2026
“After he beats Carlos Prates, they are going to call him and be like, ‘Hey, you want to fight Morales?’ It’s going to be the same thing. It just… pic.twitter.com/einEgAGwYk
შეგახსენებთ, რომ ქვესაშუალო წონის დროებითი ქამრისთვის ერთმანეთს კარლოს პრატესი და მაიკლ მორალესი შეხვდებიან. ეს დაპირისპირება UFC 336-ზე 2027 წლის 30 იანვარს შედგება.