Belive

10 წუთი პირისპირ | უსიკისა და ფიურის ბრძოლა ეპიკურად იხსნება

1 დღის წინ სხვა
1 წთ

კრივის მძიმე წონაში, 2 გიგანტს შორის გამეორებითი ბრძოლა 21 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქში ჩატარდება. მაისში ოლეკსანდრ უსიკმა ტაისონ ფიური მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა, თუმცა ბრძოლამ უკრაინელის სრული დომინაციით ჩაიარა და ფიური ნოკდაუნშიც გაუშვა.

მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში და 4 ქამრის მფლობელი, ოლეკსანდრ უსიკი 'ბოშათა მეფეს' 10 წუთზე მეტი დროის განმავლობაში უყურებდა თვალებში - დღეს მათი პირველი პირისპირ დგომი შედგა. ფიურისთვის ეს არის შანსი, დაიბრუნოს სამი ტიტული - WBC, WBO და WBA ქამრები, რომლებიც მას სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა.

ეს იქნება პირადი რევანშის შანსიც და გამარჯვების შემთხვევაში, ტაისონ ფიური ყველა მეტოქეს დაამარცხებს, ვინც კი პროფესიონალურ კარიერაში ჰყოლია.

სხვა სტატიები