Belive

რა თანხა გამოიმუშავეს უსიკმა და დუბუამ უემბლიზე გამართულ ბრძოლაში?

4 თვის წინ სხვა
1 წთ

უემბლიზე ოლეკსანდრ უსიკი დანიელ დუბუას დაუპირისპირდა, დაუმარცხებელმა უკრაინელმა მოკრივემ ბრიტანელი მეტოქე მე-5 რაუნდში დაანოუკაუტა და სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ოლეკსანდრ უსიკს პროფესიონალურ კარიერაში 24 ბრძოლა აქვს ჩატარებული და არცერთში დამარცხებულა, აქედან 15 ნოკაუტით მოიგო. დუბუას 22 მოგება და 3 მარცხი აქვს.

აღნიშნული დაპირისპირებიდან მებრძოლებმა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ფარგლებში მიიღეს, გამარჯვებულ უსიკს თანხის 65%, ხოლო დამარცხებულს 35% ერგება, აქედან გამომდინარე უკრაინელის ჰონორარი 132 მილიონია, დუბუას კი 71. აღნიშნული თანხები ორივე მოკრივისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიანია, საერთოდაც ეს ბრძოლა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი გახლდათ.

სხვა სტატიები