Belive

კრივის ბრძოლების პრომოუტერი ამბობს, რომ ფიურის ჩხუბი ძალიან სურს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

კრივის ბრძოლების პრომოუტერი ფრენკ ვორენი ადასტურებს, რომ ტაისონ ფიურის ბრძოლა სურს. "ბოშათა მეფეს" დაბრუნება მომავალ წელს უნდა.

გასულ კვირას ვესაუბრე და მითხრა, რომ მომავალ წელს დაბრუნებას აპირებს. ამ წელს ძალიან დაკავებული იყო. ის Netlfix-ის გადაღებებში მონაწილეობდა. - განაცხადა ვორენმა

როგორც ჭორები ვრცელდება, ფიურის სავარაუდო მეტოქე ენტონი ჯოშუა იქნება. აღსანიშნავია, რომ ედი ჰერნის თქმით, ამ ჩხუბის ჩატარებით ტურკი ალალშიხი არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ტაისონმა კარიერის დასრულებამდე უსიკთან ზედიზედ ორი ბრძოლა წააგო.

სხვა სტატიები