Belive

ზუროსი: ,,თუ ასე ვითამაშებთ, ევრობასკეტზე შანსი გვექნება''

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, იტალიასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,პირველ რიგში, ვულოცავ იტალიის ნაკრებს გამარჯვებას. ვამაყობ ჩვენი გუნდით. წავაგეთ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ევრობასკეტის დაწყებამდე დღეებით წინ, გუნდის კაპიტანი დავკარგეთ. ცუდია, რომ ტრავმები მოხშირდა, ახლა ამ თამაშში გალინარი დაშავდა. არც ისე კარგი იდეაა, ევრობასკეტის წინ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების დანიშვნა.

ჩვენი მიზანი ევრობასკეტზე ბერლინის საგზურის მოპოვებაა. თუ ასე ვითამაშებთ, ევრობასკეტზე შანსი გვექნება. იტალიის ლიდერებმა გადამწყვეტ მომენტებში დიდებულად ითამაშეს. რაღაც დეტალები უნდა გამოვასწოროთ. მთელი ზაფხული სულ სხვანაირად ვითამაშეთ, ახლა კი გადავეწყვეთ. რატი გამოუცდელია, მაგრამ დიდი ტალანტი. თოკოს როლი უნიკალური იყო, ამიტომაც ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია.

თოკოს ძალიან უყვარს ეროვნული ნაკრები, წლებია მისთვის ბოლომდე იხარჯება. მისნაირი კალათბურთელი არც ისე ბევრია. რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩემი კალათბურთელების მჯერა – რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს.“ - ზუროსის სიტყვებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 91-84 დაამარცხა.

ზუროსის გუნდი მომავალ მატჩს უკვე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ სექტემბერს, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები