Belive

ზუროსი: ,,მსოფლიოს მე-3 ნაკრებს ვეთამაშეთ, მიხარია, რომ მე-2 ტაიმში უფრო მონდომებულები ვიყავით''

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ავსტრალიასთან გამართული მატჩი შეაფასა:

,,პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ჩვენს მოთამაშეებს, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ეს არის შემართება, რომლის მიღწევაც გვინდა ამ ტურნირზე.

 

რამდენიმე დღეში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენს პირველ ოფიციალურ თამაშს გავმართავთ, ეს მსოფლიოზე ჩვენი პირველი გამოჩენა იქნება. ვიმედოვნებ, რომ ვიქნებით მზად და ჯანმრთელად, რათა ჩემპიონატი კარგად დავიწყოთ და ამ ტურნირით ვისიამოვნოთ.

 

ვეთამაშეთ მსოფლიოს მე-3 ნაკრებს, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. მიხარია, რომ მეორე ნახევარში სწორი რეაგირება მოვახდინეთ, მეტი კონცენტრაცია და მონდომება ვაჩვენეთ. კარგია, რომ ტრავმებს არ შევუწუხებივართ, განსაკუთრებით, ბოლო მოსამზადებელ თამაშში. ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება. გუნდი მზად იქნება და მივაღწევთ საუკეთესო შედეგს საქართველოსთვის და ხალხისთვის, რომლებმაც ჩვენით უნდა იამაყონ.

დღეს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალიასთან 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:86 დამარცხდა.

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ზუროსის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები