Belive

ჟალგირისმა მილანს მოუგო მატჩი, რომელსაც მე-3 მეოთხედში 27 ქულით აგებდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-4 ტურში ,,მილანმა'' ,,ჟალგირისს'' უმასპინძლა და 3 ქულით, ანგარიშით 82:85 დამარცხდა.

ლიეტუველებმა მატჩში წარმოუდგენელი ქამბექის შესრულება შეძლეს - მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ,,მილანი'' მეტოქეს 27-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 64:37-ს ამარცხებდა, თუმცა გამარჯვება მაინც ,,ჟალგირისს'' დარჩა - ანდრეა ტრინკიერის გუნდმა ბოლო მეოთხედი 21 ქულით მოიგო.

,,ჟალგირისის'' შემადგენლობაში'' გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა დოვიდას გიედრაიტისმა, რომელმაც 21 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მოაგროვა. ,,მილანს'' 17 ქულით, 11 მოხსნით, 3 ასისტითა და 1 ჩაჭრით ნიკოლა მიროტიჩმა ულიდერა.

მიუხედავად 27-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრისა, ეს ევროლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი არ არის - 2012-2013 წლების სეზონში პოლონურმა ,,არკამ'' ,,სიენა მონტეპასკის'' მოუგო მატჩი, რომელსაც 28 ქულით აგებდა.

5 ყველაზე დიდი ქამბექი ევროლიგის ისტორიაში:

მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები