Belive

ზაზა ფაჩულია: "ამ ტურნირზე არ არსებობს სუსტი გუნდი, ყველას შეუძლია რაღაც განსაკუთრებული მოახდინოს"

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. "ჯვაროსნებმა" ვენესუელა 11 ქულით 70:59 დაამარცხეს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, სადაც ჩვენი მეტოქეები ავსტრალია და გერმანია იქნებიან.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წარმატებას ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა, რომელმაც პირველი არხი • სპორტი-სთან საუბრის დროს, ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და მომდევნო ეტაპის შესახებ გააკეთა კომენტარი. 

ძალიან სასიხარულო დღე არის დღეს ჩვენთვის, სრულიად საქართველოსთვის, გულშემატკივრებისთვის, იმიტომ რომ ისტორია დაიწერა. გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე და მოვხვდით 16 საუკეთესო გუნდში. ძალიან მიხარია და ვამაყობ ამ ყველაფრით.
წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს. შემდეგ ეტაპზე, გერმანიასთან და შემდეგ უკვე ავსტრალიასთან ძალიან რთული თამაშები გველის. ორივე ძალიან ძლიერია, მაგრამ ამ ტურნირზე არ არსებობს სუსტი გუნდი. ასე რომ ყველას აქვს შანსი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოახდინოს.
დამსახურებულად მოვხვდით აქ და ღირსეულად ვთამაშობთ. ვფიქრობ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს. გამოცდილი მოთამაშეები და ძლიერი ახალგაზრდები გვყავს. მთავარია გავიდეთ და ვითამაშოთ ჩვენი თამაში და მაქსიმუმი გავაკეთოთ.
- ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, საქართველო კიდევ 2 მატჩს გამართავს და ეცდება 4-დან 2 საუკეთესოში მოხვდეს. ჯვაროსნები 1 სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3-ში ავსტრალიას დაუპირისპირდებიან.

 

სხვა სტატიები