Belive

ზაიონი დაბრუნდა | 25 ქულა ბრუკლინ ნეთსის წინააღმდეგ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მოტეხელი თითის, მარჯვენა ფეხზე პრობლემებისა და მუხლის ოპერაციის შემდეგ ზაიონ უილიამსონი პარკეტს დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა, ბოლო სამ სეზონში, მხოლოოდ 85 მატჩი ჩაატარა და თამაშს მოწყურებულმა გუშინ არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა. "ბრუკლინ ნეთსის" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში, ზაიონს დიდი წვილი მიუძღვნის, მან გუნდს 25 ქულა მოუტანა. გარდა ამისა, 9 მოხსნითა და 3 პასითაც წარმოაჩინა თავი.

"ძალიან მენატრებოდა თამაში. კალათბურთი ჰაერივით მჭირდება." - განაცხადა ზაიონმა მატჩის შემდეგ.

"მასთან ერთად თამაში მარტვია. უბრალოდ გადაუგდებ ბურთს და ის თავის საქმეს აკეთებს." - ასე შეაფასა გუნდის მთავრამა მწვრთნელმა უილიამსონის გუშინდელი თამაში.

შემდეგ შეხვედრას "პელიკანსი" "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ 22 ოქტომბერს გამართავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

NBA-ში ახალი სეზონი დაიწყო გოგა ბითაძემაც, რომელიც არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. "პეისერსმა“ „ვაშინგტონ ვიზარდსს“ უმასპინძლა და 107:114 დამარცხდა. ქართველს საკმაოდ ცუდი შეხვედრა ჰქონდა. მან პარკეტზე 10 წუთი დაჰყო და შეხვედრა უქულოდ დაასრულა.

სხვა სტატიები