ზაიონ უილიამსონი: "ასე კარგად თავი კოლეჯის შემდეგ არ მიგვრძნია"
NBA-ს ახალი სეზონი სტარტს ძალიან მალე აიღებს - იქამდე კი კლუბებმა დაიწყეს მედიასთან საუბარი და პრესკონფერენციების ჩატარებები, რათა უფრო მეტი ისაუბრონ ახალი სეზონისა და მათი ფიზიკური მომზადების შესახებ.
გუშინ, პრესკონფერენციაზე გამოჩნდა "პელიკანსის" ერთ-ერთი ლიდერი და 2019 წლის პირველი რაუნდის პირველი პიკი - ზაიონ უილიამსონი, რომელიც წლების განმავლობაში, წონის შესახებ უდიდეს კრიტიკას იღებდა როგორც თანაგუნდელებისგან, ასევე მედიასგან.
ზაიონის გამოჩენამ ყველა შოკში ჩააგდო, რადგან ძალიან ცხადად ჩანს, რომ მას წონაში ძალიან აქვს დაკლებული და ფიზიკურად იდეალურ ფორმაში იმყოფება - ამ ფაქტის შესახებ, თავად ზაიონმაც ისაუბრა.
'სეზონის დაწყებამდე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, იმაზე უკეთ, ვიდრე შეიძლება რომ ვგრძნობდე. გასულ ზაფხულს ჩემი მთავარი მიზანი კლუბის ყველა წევრთან კარგი ურთიერთობის დამყარება და თამაშზე ფოკუსირება იყო. შესვენების პერიოდში ბევრ ფილმს ვუყურე, ბევრი ვიმუშავე და ბევრ რამეზეც ვიფიქრე, საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ წონა დამეკლო.
საოცარ ფიზიკურ მდგომარეობაში ვიმყოფები, თავი ასე კარგად კოლეჯის შემდეგ არ მიგვრძნია და ვეცდები, რომ ბრწყინვალე სეზონი ჩავატარო..." - ზაიონ უილიამსონი
ZION’S BODY TRANSFORMATION: Zion Williamson looks like a new person when comparing photos from Pelicans media day in 2021 & Pelicans media day in 2025! 💪
— Courtside Buzz (@CourtsideBuzzX) September 24, 2025
Zion said he “hasn’t felt this good since high school, college.”
Thoughts on Zion’s new physique? 🤔 pic.twitter.com/essJQfl3Fl
შეგახსენებთ, რომ 6 წლის წინ, შეერთებულ შტატებში, პარალელურად მდგარი 2 სხვადასხვა მაგიდის თავში ორი კალათბურთელი იჯდა. საკონფერენციო დარბაზი სავსე იყო ჟურნალისტებით. როცა საქმე პირველ კომენტარზე მიდგა, დარბაზის მიზიდულობის ცენტრი შეიცვალა და აბსოლუტურად ყველა ამერიკელი სპორტსმენის ირგვლივ შეიკრიბა, ხალხის მასამ 198-სანტიმეტრიანი გიგანტი სრულად გადაფარა, მისი მასა ხალხისას დიდად არ ჩამორჩებოდა. ზაიონ უილიამსონი - 2019/2020 წლების NBA-ის პირველი პიკი, სიკაშკაშისგან იწვოდა.
ბითაძის და უილიამსონის ფოტო საკალათბურთო ვარსკვლავების კომენტარებით