Belive

"ყველა თამაშში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ" - თორნიკე შენგელია

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-2 ტურში პანათინაიკოსი ბარსელონასთან 96:103 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 25:22 წუთი ითამაშა რა დროშიც 17 ქულა (4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

სეზონის პირველ მატჩში ჰაპოელთან რთული თამაში გვქონდა. სეზონის დასაწყისია და გვესმის, რომ ეს სრულიად ახალი გუნდია, ამიტომ შესათამაშებლად დრო გვჭირდება, თუმცა დიდი გამოცდილება გვაქვს და მე მჯერა, რომ ეს უდიდესი პრივილეგიაა. დღეს ამაზე ვიყავით დაყრდნობილნი და გამარჯვება მოვიპოვეთ.

მთელი სეზონი წინ არის ამიტომ რთულია რაიმე პროგნოზებზე საუბარი, ეს ჯერ კიდევ მეორე თამაშია. წავაგებდით თუ მოვიგებდით ეს ჩვენთვის არაფერს ცვლიდა, რადგან ყოველ მომდევნო თამაშში ჩვენ მუდამ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ჩვენთვის არაფერი იცვლება, 1 მოგება და 1 წაგება გვაქვს. - თორნიკე შენგელია

ბარსელონა მომდევნო შეხვედრას ACB ლიგის ეგიდით ჩაატარებს, მათი მეტოქე ვალენსია იქნება, მატჩი 5 ოქტომბერს 21:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები