ვირტუსმა ჟალგირისთან წააგო - შენგელიამ 17 ქულა მოაგროვა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის პირველ ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ჟალგირისს'' უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:82 დამარცხდა.
მატჩში 30 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 17 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
თოკომ 5-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 შეადგინა, რითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ იზაია კორდინიეს ჩამორჩა.
,,ვირტუსი'' ევროლიგის მომავალ შეხვედრას 13 ოქტომბერს, ,,მონაკოსთან'' სტუმრად გამართავს.