ვირტუსმა სერია A-ში ხუთივე მატჩი მოიგო | შენგელიას 10 ქულა ჰქონდა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში "ვირტუს ბოლონიამ" "ტრევისოს" უმასპინძლა და მეტოქე 104:97 დაამარცხა. ტრევისომ მესამე მეოთხედი სრულად ჩააგდო და 15 ქულით დამარცხდა, რაც საბოლოოდ მატჩის წაგებად დაუჯდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა. თორნიკემ ამ დროში ვირტუსს 10 ქულა და 3 მოხსნა მოუტანა - საშუალო დისტანციიდან 4-დან 3 სროლა ჩააგდო, 6-ჯერ დადგა საჯარიმოს ხაზზე და 4-ჯერ ზუსტი იყო, 3-ქულიანი კი არ უსვრია.
ევროლიგისგან განსხვავებით, სადაც ვირტუსი ბოლოსწინა ადგილს იკავებს, შენგელიას გუნდს შიდა ჩემპიონატში ყველაფერი რიგზე აქვს, ბოლონიელებმა სერია A-ში ჩატარებული ხუთივე შეხვედრა მოიგეს და 10 ქულით მეორე ადგილზე არიან, ჩემპიონატს "ტრენტო" ლიდერობს, რომელსაც 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 100%-იანი შედეგი აქვს.