Belive

თორნიკე შენგელია ევროლიგის ოქტომბრის თვის MVP გახდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელია ევროლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ვირტუს ბოლონიამ ევროლიგა შესანიშნავად დაიწყო, იტალიურმა გუნდმა 5 მატჩიდან 4 მოიგო და ერთში დამარცხდა. ამ ძალიან კარგი დასაწყისის მთავარი მოქმედი გმირი ქართველი კალათბურთელია. თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ერთ მატჩში საშუალოდ კი ასეთია: 18.4 ქულა, 4.8 მოხსნა და 4.0 შედეგიანი გადაცემა, ნასროლი ბურთების პროცენტული მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია: ორქულიანიდან 75%, სამიანიდან: 58% და თავისუფალი სროლების 85%-ს ზუსტად იყენებდა.

ქართველი კალათბურთელის შემდეგ მოდის მაიკ ჯეიმსი მონაკოდან საშუალოდ 23.4 ქულით (3-2 გუნდის შედეგი ევროლიგაში), ოლიმპიაკოსიდან ნიკოლა მილუტინოვი 20.2 ქულა (3-2 გუნდის შედეგი), ნიკოლას ლაპროვიტოლა მადრიდის რეალიდან 18,5 ქულა (4-0 გუნდის შედეგი) და იან ვესელი ბარსელონადან 18,2 (4-2).

სხვა სტატიები