Belive

"ბარსელონასთან დაპირისპირება ჩემთვის განსაკუთრებული იქნება" - თორნიკე შენგელია

3 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

დუბაი ევროლიგის მორიგ მატჩს ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების დასმულ კითხვებს თორნიკე შენგელიამ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის ბარსელონასთან დაპირისპირება განსაკუთრებულია.

ეს დაპირისპირება ჩემთვის გამორჩეულია. ბარსელონასთან მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულია ხოლმე, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ სეზონში კატალონიური კლუბის წევრი ვიყავი, ჩემთვის ეს კიდევ უფრო გამორჩეულია. - თორნიკე შენგელია.

შეგახსენებთ, რომ დუბაიმ ევროლიგის პირველ ტურში მადრიდის რეალი 78:77 დაამარცხა - თორნიკე შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 15:16 წუთში 5 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.