Belive

ვირტუსი ფინალური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში მილანთან დამარცხდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს პლეი ოფის ფინალური ეტაპის მე-4 შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "ოლიმპია მილანო"-სთან 85:73 დამარცხდა და მილანური გუნდი იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, სერიაში ანგარიშით - 3:1.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა, ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში 30 ქულით საუკეთესო "ოლიმპიას" კალათბურთელი ნიკოლა მიროტიჩი იყო, ესპანელმა ასევე 12 მოხსნა დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა. "ვირტუსიდან" 21 ქულა ჩააგდო აიზია კორდინიემ.

"ოლიმპია მილანომ" იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიგო, ისტორიაში კი 31-დ, რაც სარეკორდია. 16 ჩემპიონობით "ვირტუს ბოლონია" მეორე ადგილზეა.

სხვა სტატიები