ვირტუს ბოლონიამ ვარეზე დიდი ანგარიშით დაამარცხა
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონიამ" "ვარეზე" 104:67 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა ჯეილენ ჰენდსმა ჩააგდო, თოკოს მსგავსად 14-14 ქულა კიდევ ორ კალათბურთელს ვილ კლაიბერნს და მეტ მორგანს ჰქონდათ.
"ვირტუს ბოლონიას" სერია A-ს ცხრილში 42 ქულა აქვს (21 მოგება, 7 მარცხი) და პირველ ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას ბოლონიური გუნდი 4 მაისს, 20:15 საათზე "სკაფატის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
La Virtus si impone su Varese ❤️🔥 pic.twitter.com/BMs50R0WvG
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 27, 2025