ვირტუს ბოლონიამ კრემონა დაამარცხა | თორნიკე შენგელიას გუნდი ლიდერებს შორისაა
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" "კრემონა" 93:85 დაამარცხა.
ბოლონიელებს იტალიის ჩემპიონატში კარგი მდგომარეობა აქვთ და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს. თოკოს გუნდმა პირველი ტაიმი 4 ქულით წააგო (20:23, 29:30), ხოლო მეორე ტაიმი კარგად დაიწყო, ჯერ 24:16 მოიგო, ხოლო ბოლო გადამწყვეტ მეოთხედში 20:16 გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩში 19 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მან 8 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 1 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მარკო ბელინელი იყო 21 ქულით.
WIN WIN WIN ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 14, 2024
La Virtus soffre, lotta, con carattere e torna alla vittoria alla Segafredo Arena 🙌🏼
🔢 Belinelli 21, Lundberg 15, Zizic 11, Polonara 10, Dunston 9, Pajola 8, Shengelia 8, Hackett 7, Cordinier 2, Abass 2#AmarsiAncora pic.twitter.com/jsoDDmeFZp
"ვირტუს ბოლონია" იტალიის ჩემპიონატში 38 ქულით (19 მოგება, 8 მარცხი) მეორე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგაში "ანადოლუ ეფესის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 16 აპრილს გაიმართება.