Belive

ვირტუს ბოლონია ევროლიგის მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხდა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 21-ე ტურში "ანადოლუ ეფესმა" საკუთარ არენაზე "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლა და მეტოქე 24-ქულიანი სხვაობით (99-75) დაამარცხა. სტუმართა რიგებში 14 წუთი და 36 წამი ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც, ისევე როგორც მთლიანად გუნდს, ცუდი მატჩი ჰქონდა. ქართველმა ამ დროში 3 ქულას, 2 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მატჩის ყველაზე შედეგიიანი მოთამაშეები ეფესის კალათბურთელები, დარიუს ტომფსონი და ელია ბრაიანტი გახდნენ, შესაბამისად 26 და 21 ქულით. შეხვადრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი მასპინძელთა ცენტრმა, ტაირიკ ჯონსმა დააფიქსირა (10 ქულა/10 მოხსნა).

ვირტუსი თამაშში ვერ ჩაერთო, თურქულმა კლუბმა იტალიელები პირველსა და მეორე მეოთხედში პირწმინდად დაჩაგრეს, პირველი ტაიმის შემდეგ ეფესი უკვე 21 ქულას იგებდა, მაშინ, როცა ვირტუსმა პირველ ტაიმში მხოლოდ 29 ქულის აღება შეძლო.

ეს თამაში არ ყოფილა, ეფესმა შეტევა თავიდანვე აგრესიულად დაიწყო, ჩვენ კი ვერაფერი დავუპირისპირეთ. წარმოიდგინეთ, მათ თავიდნავე 8 მოხსნა ჰქონდათ შეტევაში, ჩვენ კი არცერთი, ამასთან 12 დაკარგვა 1-ის წინააღმდეგ, მოწინააღმდეგე თავისი ენერგიულობის ხარჯზე სრულად დომინირებდა.

ეს ის საღამო არაა, როცა ინდივუდაულარად კალათბურთელებზე ლაპარაკი მსურს, ჩემგან მიზანშეწონილი არ იქნება. იმას ვგულისხმობ, რომ ასეთი მარცხის შემდეგ ჯობია ზოგადად, კოლექტივზე ვილაპარაკო. ნებისმიერ სიტუაციაში, კარგი ხდება თუ ცუდი, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ გუნდი და არა ცალკე აღებული მოთამაშეები. - განაცხადა ვირტუს ბოლონიას მწვრთნელმა, ლუკა ბანკმა

ვირტუს ბოლონია 21 ტურის შემდეგ, ევროლიგის მესამე პოზიციაზეა, იტალიელებს 14 გამარჯვება და 7 მარცხი აქვთ. ეფესმა ევროლიგაში 6-მატჩიანი მოუგგებელი სერიია სწორედ დღეს დაასრულა, გუნდი 8 მოგებით და 13 მარცხით მე-15 ადგილზეა.

სხვა სტატიები