რეალმა ევროლიგაში ვირტუსის 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა
ევროლიგის მე-7 ტურში მადრიდის ,,რეალმა'' ,,ვირტუს ბოლონიას'' უმასპინძლა და 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 100:74 დაამარცხა. შედეგად, ევროტურნირზე იტალიური გუნდის ზედიზედ 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.
,,ვირტუსის'' შემადგენლობაში 30 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 12 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
თოკომ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ დანიელ ჰაკეტს ჩამორჩა.
,,რეალის'' რიგებში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ფაკუნდო კამპაცომ - არგენტინელმა 18 ქულას, 11 ასისტს, 6 მოხსნასა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი (მარგი ქმედების კოეფიციენტი - 39).
,,ვირტუსი'' 5 მოგებითა და 2 მარცხით ევროლიგის მე-4 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი მომავალ მატჩს 11 ნოემბერს, იტალიის ჩემპიონატში, ,,ტრევიზოს'' წინააღმდეგ გამართავს.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) November 9, 2023
Prima sconfitta europea in trasferta a casa dei Campioni in carica per la Segafredo
🔢 Belinelli 15, Shengelia 12, Hackett 9, Dunston 9, Mickey 8, Cordinier 7, Smith 7, Dobric 5, Pajola 2#AmarsiAncora pic.twitter.com/bHIP0K0cHr