Belive

ვიქტორ ვემბანიამა NBA-ს წლის საუკეთესო ახალწვეულია

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"სან ანტონიო სპურსის" ცენტრი სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი ვიქტორ ვემბანიამა NBA-ს წლის საუკეთესო ახალწვეულია. ის პირველი კალათბურთელია საფრანგეთიდან, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიგო.

20 წლის ვიქტორ ვემბანიამამ "ოკლაჰომ სიტი თანდერის" კალათბურთელ ჩეტ ჰოლმგრენს და "შარლოტ ჰორნეტსის" მოთამაშე ბრენდონ მილერს აჯობა.

ვემბი NBA-ს ისტორიაში პირველი ახალწვეულია, რომელმაც სეზონში 1500-ზე მეტი ქულა დააგროვა (1522), დაბლოკა მინიმუმ 250 ბურთი (254) და ჩააგდო 100 სამქულიანი (128). ფრანგი კალათბურთელის მიერ აღებული ქულები და მოხსნები საშუალოდ თამაშში ყველაზე მაღალია ახალწვეულისთვის, ბლეიკ გრიფინის შემდეგ (2010/11 წლების სეზონში საშუალოდ 22.5 ქულა და 12.1 მოხსნა დააგროვა).

ვემბანიამა ამ სეზონში საშუალოდ 21.4 ქულას, 10.6 მოხსნას აგროვებდა და 71 მატჩში თამაშში ლიგას 3.6 ბლოკით ლიდერობდა.

სხვა სტატიები