Belive

ვიქტორ ვემბანიამა: ლიტერატურას ყოველდღე ვკითხულობ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"სან ანტონიო სპურსის" ახალწვეულმა, ვიქტორ ვემბანიამამ აღიარა, რომ კითხვა ბავშვობიდან შეუყვარდა და მას შემდეგ ეს მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

წიგნების კითხვა პატარა ასაკში დავიწყე, დაწყებით კლასებში ძალიან ბევრს ვკითხულობდი, საშუალო სკოლაში პატარა ჩავარდნა მქონდა, თუმცა მალევე დავუბრუნდი ჩემს გატაცებას. უბრალოდ მიყვარს და დღე არ გავა, რომ არ წავიკითხო. ამაზე ბევრს არ ვფიქრობ, ეს ჩემი ცხოვრების წესია - განაცხადა ვიქტორ ვემბანიამამ

ვიქტორის საყვარელი ავტორი 47 წლის ბრენდონ სანდერსონია, ნებრასკელი ავტორი ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში წერს. სანდერსონს მონაწილეობა აქვს მიღებული რობერტ ჯორდანის ბესტსელერის - "დროის ბორბლის" სერიების დასრულებაში.

სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი, წლების განმავლობაში მოუწოდებდა საკუთარ მოთამაშეებს ბევრი ეკითხათ და თანამედროვეობას არ ჩამორჩენოდნენ.

"ის წიგნებს ყოველთვიურად გვირიგებს, შეიძლება კვირაში რამდენიმეც კი მოიტანოს, ჩვენი გუნდი წიგნის პატარა კლუბს ჰგავს" - ამბობს სან ანტონიოს მცველი, ტრე ჯონსი.

შედეგების მხრივ, სან ანტონიოს საშინელი სეზონი აქვს, გუნდი დასავლეთ კონფერენციაში ყველაზე ცუდად გამოიყურება და ბოლო ადგილზეა, სანდრო მამუკელაშვილის გუნდს ჩატარებული 19 შეხვედრიდან მხოლოდ 3 გამარჯვება და 16 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები