"ვენდელ კარტერი შესაძლოა ორლანდოდან წავიდეს" - ჯეიკ ფიშერი
"ორლანდო მეჯიქის" ცენტრის პოზიციაზე გოგა ბითაძე უკვე დამკვიდრდა, აქედან გამომდინარე დაიწყო საუბრები ვენდელ კარტერის შესაძლო გუნდიდან წასვლაზე, ამის შესახებ NBA-ს რეპორტიორი ჯეიკ ფიშერი წერს.
საუბრები ვენდელ კარტერის გაცვლის თაობაზე გრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე პოტენციური კანდიდატი გუნდიდან წასვლის არის სწორედ ამერიკელი კალათბურთელი, რადგან გოგა ბითაძემ ფენომენალური სამუშაო შეასრულა, როდესაც "ორლანდოს" ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. - ჯეიკ ფიშერი - NBA-ს რეპორტიორი
NBA-ს სავაჭრო პერიოდის დედლაინი 8 თებერვალს უახლოვდება და გაირკვევა რა ბედი ელის კარტერს, მან 20 თამაში გამოტოვა ხელის მოტეხილობის გამო, ამერიკელი კალათბურთელი გუნდს 20 დეკემბერს დაუბრუნდა და 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა, დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი ამჯერად მუხლის ტრავმა მიიღო და 4 მატჩი გამოტოვა.
Wendell Carter Jr. is a potential trade candidate, per @JakeLFischer
— NBACentral (@TheDunkCentral) January 12, 2024
“Wendell Carter continues to be a name that a lot of league executives talk about as a potential trade candidate this February being that Goga Bitadze has done a phenomenal job starting for Orlando.”
(Via… pic.twitter.com/6FU34oX8lW