ვემბანიამას ბენეფისი - სან ანტონიომ პორტლენდი დაამარცხა
5 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს პლეი-ოფის პირველი ტურის პირველ შეხვედრაში სან ანტონიო სპურსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 111:98 დაამარცხა.
სპურსის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავ ვიქტორ ვემბანიამას პლეი-ოფში დებიუტი ჰქონდა და ბრწყინვალე პერფორმანსიც შემოგვთავაზა. ფრანგმა კალათბურთელმა 35 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა, მან სან ანტონიოს ისტორიაში სადებიუტო პლეი-ოფის ეგიდით ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო, ვემბანიამამ ტიმ დანკანის რეკორდი დაამხო.
ორმაგი დუბლით გამოირჩა პორტლენდის კალათბურთელი დენი ავდია - 30 ქულა, 10 მოხსნა.
გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 22 აპრილს გაიმართება.