ვემბანიამას 29 ქულის მიუხედავად, სან ანტონიო მინესოტასთან დამარცხდა
1 კვირის წინ NBA-ში ახალი შიდასეზონური ტურნირი - NBA-ის თასი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 30-ვე გუნდი იღებს. გათამაშებაში ექვსი 5-გუნდიანი ჯგუფი გვხვდება და თითოეული მატჩის შედეგი რეგულარული სეზონის ნაწილი იქნება (შესაბამისად, გუნდებს ზედმეტი მატჩების ჩატარება არ მოუწევთ).
NBA-ის თასზე პირველი შეხვედრა ჩაატარა ,,სან ანტონიო სპურსმა'', რომელმაც ,,მინესოტა ტიმბერვულვზს'' უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 110-117 დამარცხდა.
დღეს არ უთამაშია სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც წინა 2 მატჩში პოპოვიჩმა რამდენიმე წუთი დაუთმო.
,,სპურსის'' რიგებში 29 ქულით, 9 მოხსნით, 4 ასისტით, 4 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა. 29 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო დევინ ვასელის ანგარიშზე.
,,მინესოტას'' 29 ქულით, 12 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით კარლ-ენტონი თაუნსმა ულიდერა.
,,სან ანტონიო'' 3 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ მატჩს 13 ნოემბერს, ,,მაიამი ჰიტის'' წინააღმდეგ გამართავს.
fought 'til the end 💪@FrostBank | #sponsored pic.twitter.com/gcu91PIb3m
— San Antonio Spurs (@spurs) November 11, 2023