Belive

U16 | საქართველოს 16 წლამდელთა გოგონების გუნდმა 1/2-ფინალის საგზური გაინაღდა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე (C დივიზიონი) საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მოასპარეზე საქართველოს 16 წლამდელთა გოგონების გუნდმა სომხეთი 77:61 დაამარცხა და ნახევარფინალში ადგილი გაინაღდა. ჩვენი მეტოქის ვინაობა დღეს საღამოს გაირკვევა.

მატჩის გამორჩეულ მოთამაშედ კვლავ სალომე სვანი მოგვევლინა, რომელმაც 32 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

სხვა სტატიები