Belive

FIBA და NextGen Hoops-ი სალომე სვანის ბრწყინვალე მატჩს ეხმაურებიან

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე (C დივიზიონი) საქართველოს გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 88-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:32 დაამარცხა.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა სალომე სვანმა, რომელმაც 29 წუთში 62 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. სალომემ 27-დან 18 ორქულიანი, 14-დან 6 სამქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა.

სალომე სვანის ბრწყინვალე თამაშს FIBA და NextGen Hoops-ი გამოეხმაურნენ. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში, ქართველი კალათბურთელის ჰაილაითებია ასახული.

View this post on Instagram

A post shared by NextGen Hoops (@nextgenhoops)

სხვა სტატიები