U16 ევროპის ჩემპიონატი | ქართველებმა საფრანგეთთან მარცხით დაიწყეს
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საბერძნეთი, კალათბურთის 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც ასპარეზობას უმცროსი ქართველი კალათბურთელებიც იღებენ.
საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საფრანგეთს დაუპირისპირდა და 25-ქულიანი სხვაობით, 49:74 დამარცხა.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო - მათე ხატიაშვილი იყო, რომელმაც პარკეტზე ყველაზე დიდი დრო გაატარა და მან: 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა. გარდა ამისა, მათემ 4დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C ჯგუფში: საფრანგეთის, სლოვენიისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.
საქართველოს U16 ნაკრები შემდეგ მატჩს 10 აგვისტოს, თბილისის დროით 14:30 საათზე, სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.