Belive

U 16 | საქართველოს გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანთან ბოლო წამზე დამარცხდა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში (C დივიზიონი) საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანთან 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 72:74 დამარცხდა.

საქართველო მეოთხე მეოთხედში მეტოქეს 8 ქულით უგებდა, თუმცა აზერბაიჯანმა ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო, ბოლო წამზე ჩაგდებული 2-ქულიანით კი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს 23 ქულით, 7 ჩაჭრით, 3 მოხსნითა და 1 დაფარებით სალომე სვანმა ულიდერა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა ანა გელაშვილმა, რომელმაც 7 ქულას, 15 მოხსნას, 10 პასსა და 9 ჩაჭრას მოუყარა თავი.

ჩვენი გუნდი ხვალ მალტას წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მესამე ადგილისთვის ითამაშებს.

სხვა სტატიები